ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
სომხური ანბანის პირველი ასო-ბგერის გაცნობასა და დასწავლას დაუვიწყარი ღია გაკვეთილი მიეძღვნა. გაკვეთილი პირველი კლასის დამრიგებელმა - ერანაკ სოღოიანმა ჩაატარა და მოსწავლეებს არაერთი როგორც შემეცნებითი, ისე სახალისო აქტივობა შესთავაზა.
პირველკლასელებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ისწავლეს „ა“ ასო-ბგერის წერა.
„ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა „ა“ ასო-ბგერის დახმარებით გააღეს ანბანის ჯადოსნური კარი და სომხური ენის შესწავლაში პირველი ნაბიჯები თამამად გადადგეს“,- გვიყვებიან სკოლაში და პირველკლასელებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს სთავაზობენ.
„ჩვენს პირველკლასელებს ვუსურვებთ დიდ აღმოჩენებს საგანმანათლებლო მოგზაურობის დროს“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: