თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის მეოთხე კლასში განხორციელდა პროექტი - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“.
პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა. შეგროვებული და შექმნილი მასალით მოსწავლეებმა კლასში მოაწყვეს მინი მუზეუმი და თანაკლასელებს ექსკურსიამძღოლობა დამოუკიდებლად გაუწიეს.
აქტივობას პედაგოგი ია ტუშური ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: