ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, ბიოლოგიის და ფიზიკის პედაგოგმა - ნინო ხუსკივაძემ გაკვეთილი თემაზე - „გამადიდებელი ხელსაწყოები“ ჩაატარა.
მოსწავლეები გაეცნენ მიკროსკოპის აგებულებას და დაათვალიერეს სხვადასხვა ქსოვილის პრეპარატები.
„აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარათ ფიზიკის გაკვეთილის „ნივთიერების შედგენილობის“ შესწავლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილი მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობების მეშვეობით მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია უმაღლდებათ.
იხილეთ ფოტოები: