ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი გულნარა მუშარბაძე განათლებული და ერუდირებული თაობების აღზრდის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისთვის მნიშვნელოვანია პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და სწორედ ასეთ გარემოს უზრუნველყოფს სკოლაში.
სკოლის ხელმძღვანელი მოსწავლეებთან საერთო ენას ყოველთვის პოულობს და მათთვის რჩევა-დარიგებებსაც არ იშურებს. ბავშვები მის მიმართ ნდობით არიან განმსჭვალულნი, რაც დირექტორს ძალიან ახარებს.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი გულნარა მუშარბაძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემას და ნდობას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- გესმოდეს მოსწავლეების და მოიპოვო მათი ნდობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათი ზრდილობით, მსოფლმხედველობით და პატრიოტული სულით.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს..
- ერთიანობას, მშობლებთან ურთიერთობას, ერთმანეთის პატივისცემასა და კომპეტენტურობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების და სასკოლო საკითხების მოგვარება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ საქართველოს ისტორიას სიღრმისეულად გაეცნონ, „დიდოსტატის მარჯვენა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- მხატვრული კითხვის საღამო.