ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის 187-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე, მე-5 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაცია. მათ მწერლის შემოქმედების ანალიზის პარალელურად მხატვრულად წაიკითხეს ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები.
ღონისძიების დასასრულს კი მოეწყო ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის, ისტორიკოსისა და სცენარისტის აკა მორჩილაძის ვიდეო-ფაილის „ქართული საქმის უფროსის“ ჩვენება, სადაც ის საუბრობს ილია ჭავჭავაძის შესახებ.
„კვირეულის ფარგლებში ასევე არის დაგეგმილი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების: „ილიას მკვლელობის ქრონიკებისა“ და „გლახის ნაამბობის“ ჩვენებაც“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: