ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს: სირანუშ წარუკიანსა და კარინე გალოიანს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდი სიხარულით ულოცავენ მოტივიტებულ მოსწავლეებს და უსურვებენ უამრავ წარმატებას.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: