ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარდაჭერით, შეიქმნა მშობელთა კლუბი.
კლუბი, მიზნად ისახავს მშობელთა ჩართულობის გაზრდას სასკოლო ცხოვრებაში, შვილის მხარდაჭერას სწავლის პროცესში, მასწავლებლებთან თანამშრომლობას, სიახლეებსა და სირთულეებზე საკუთარი მოსაზრებების ღიად გაზიარებას, საკუთარი შესაძლებლობების სკოლის განვითარებისთვის მოხმარებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვთა განათლების საკითხებში მშობელთა მონაწილეობის პროექტი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს მშობელთა გაძლიერებას და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას.
იხილეთ ფოტოები: