სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს.
ბავშვებმა ასევე, აღნიშნეს თუ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ილია ჭავჭავაძემ ქართველი ერის თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებაში.
„სკოლების დაარსებასა და განათლების ხელშეწყობაში ჩვენი ქვეყნის იდენტობის დასაცავად მისი გაწეული ღვაწლი შეუაფასებელია“, - ამბობენ სკოლაში.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: