ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს ხსენების (დაბადების) დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.
„ნინო მასწავლებლის თაოსნობით ამ დღისთვის ბავშვებმა მოამზადეს და წაიკითხეს ლექსები და ამბები მეფე ერეკლეზე ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიება გაალამაზა ბავშვების ნახატებმა, რომლებზეც ასახული იყო ამბები დიდი მეფის ცხოვრებიდან.
„მადლობას ვუხდით ნინო მასწავლებელსა და პატარებს ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ეტაპობრივად იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები: