ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ, ახალგაზრდების წარმატებით კი განსაკუთრებულად ხარობენ.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გეღეციკ ლულუკიანი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ისტორიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებისთვის დაჯილდობდა. მოსწავლეს სკოლის სახელით სიგელი გადასცა დირექტორმა - სარკის დურგარიანმა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: