„ეიბიჯიეს აკადემიას“ უკვე სამი წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მრავალფეროვან ტრენინგებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. კურსების სპეციფიკიდან გამომდინარე ორგანიზაციას აქვს, როგორც ონლაინ, ისე ჰიბრიდული სწავლება. „ეიბიჯიეს აკადემიის“ დირექტორმა, ანა ბუცხრიკიძემ etaloni.ge-სთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრში ახლა ისეთ კურსზე მუშაობენ, რომელიც
როგორც ხელმძღვანელი გვეუბნება, აკადემიაში დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და მომხმარებლებთან მათ დამოკიდებულებას. ამასთან, აკადემია კურსდამთავრებულებს დასაქმებაშიც ეხმარება და მათთვის სხვადასხვა სამსახურში რეკომენდაცია არაერთხელ გაუწევიათ.
უფრო ვრცლად აკადემიის თანამშრომლების პროფესიონალიზმზე, მონდომებასა და მიზნებზე აკადემიის დირექტორი, ანა ბუცხრიკიძე საუბრობს:
- ცენტრი 2021 წელს დაარსდა. მაშინ ყველა ფუნქციას მე ვასრულებდი. მე ვიყავი კურატორიც, ტრენერიც და ჩათის მენეჯერიც, თუმცა ნელ-ნელა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ზრდა
მინდა სიამაყით აღვნიშნო რომ აკადემიაში პროფესიონალი გულისხმიერი და სამართლიანი თანამშრომლები გვყავს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველთვის ზუსტ, სწორ და გადამოწმებულ ინფორმაცია აწვდიან. მაქსიმალურად ეხმარებიან მათ, რომ ის ცოდნა მიიღონ, რისთვისაც ჩვენთან მოვიდნენ.
- სულ რამდენი თანამშრომელი გყავთ?
- ამ ჯგუფში
- როგორც აღნიშნეთ დიდი ყურადღება ექცევა მომხმარებელთა კმაყოფილებას, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ჩართულობა აკადემიის განვითარებაში და ნიშნავს თუ არა თანამშრომლის კმაყოფილება მომხმარებლის კმაყოფილებასაც?
- რა თქმა უნდა, თანამშრომელთა კმაყოფილება და მონდომება არის აკადემიის განვითარებისა და წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. აკადემიაში, ახალი დეპარტამენტი - მოსწავლეთა მოსამზადებელი
წარმატების ქოუჩინგის კურატორსაც დავასახელებ - ეს არის მარიამ ქოიავა, რომელიც ამ გვერდის წარმატებაში აქტიურადაა ჩართული. ასევე, ასმათ ზირაქიძე, მან ჩვენ ისეთი კურსი შემოგვთავაზა, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარება, რომელთაც მუშაობა სახლიდან სურთ და უნდათ, რომ საკუთარი ბიზნესი, ხელსაქმე ჰქონდეთ. ასმათმა შემოგვთავაზა სანთლებისა და თაბაშირის წარმოების კურსი და დაგვეხმარა სპიკერის მოძიებასა და მოწვევაში
- აკადემია მსმენელს ონლაინ კურსებს სთავაზობს, აპირებთ თუ არა სამომავლოდ პირისპირ სწავლებაზე გადასვლას და ამ მხრივ ხომ არ გექნებათ სიახლეები?
-დიაც, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ონლაინ ვართ. აღსანიშნავია, რომ გავფართოვდით და მოსამზადებელი სივრცეც დავიმატეთ. სიახლეა ისიც, რომ აბიტურიენტებს ინგლისურ ენაში ვამზადებთ. ჩვენი ქვეყნისთვის ონლაინ სწავლების გამოცდილება თავიდან უცხო იყო, თითქოს
- როგორია კურატორობის საქმიანობის სპეციფიკა ამ შემთხვევაში?
- კურსზე კურატორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ყველა შეხვედრის ვიდეოჩანაწერს აკეთებენ და შემდეგ რეგისტრირებულთა დახურულ
- თქვენი კურსების
- ზოგიერთ შემთხვევაში, არის ასაკობრივი შეზღუდვა. მაგალითად, ჩვენ ფსიქოლოგიის სამომხმარებლო კურსი გვაქვს და დამსწრეთა ასაკი 16 წლიდან იწყება, ეს კურსი ზუსტად ამ ასაკზეა გათვლილი. რაც შეეხება მოსამზადებელს, ინგლისურის სწრაფი კურსი გვაქვს. აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს, თუნდაც ეს 10 წლის ბავშვი იყოს. ეს კურსი
- ვიცით, რომ თქვენ „დამწყებ ტრენერთა ტრენინგი“ გაქვთ. საინტერესოა, ვინც ეს კურსი გაიარა, ისინი თუ ატარებენ ტრენინგებს?
- „დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ ფარგლებში, ჩვენ უკვე 7 ნაკადი გვყავდა. მინდა გითხრათ, რომ შვიდივე ნაკადში ძალიან წარმატებული სტუდენტები იყვნენ. ბევრმა მათგანმა სხვადასხვა ორგანიზაცია დააფუძნა და დამოუკიდებლად საქმიანობს. რამდენიმე მათგანი დღემდე
- და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ჩვენ ისეთი კურსები უნდა შევქმნათ, რომლებიც ლიცენზირებული იქნება - ამაზე უკვე ვმუშაობთ. სამომავლო გეგმაა, რომ წარმატების ქოუინგს ვქმნით - ასე ჰქვია ჩვენს ერთ-ერთ გვერდს. მას კურატორი მართავს და ძალიან ეფექტურადაც. ეს მიმართულება, ჯერჯერობით, საქართველოში არ არის და ახლა ვქმნით. კურსს, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ძალიან მოკლე დროში ქოუინგის საფუძვლების შესწავლა შეეძლებათ