„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას“ - ილემის საჯარო სკოლის პედაგოგი ლამარა ბიწაძე
11-11-2024

ზესტაფონის მუნიციპიალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამარა ბიწაძეს მოსწავლეებთან მეგობრული, ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით გამოირჩევა. ძალისხმევას არ იშურებს, რომ მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლოს და საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს.

etaloni-ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ლამარა ბიწაძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, პატივისცემა, თანადგომა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ჩემი მოსწავლეები არიან მოტივირებულნი, შრომისმოყვარენი და ზრდილობიანი ახლგაზრდები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობისადმიურთიერთთანადგომას, მუდამ სიახლის ძიებასა და მის პრაქტიკაში დანერგვას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეების სიყვარული.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- „დათა თუთაშხია“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვიყავი ჩართული სასკოლო აქტივობებში, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი მხატვრული კითხვის ღონისძიებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203