ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მადონა წასიძე მოსწავლეებს მრავალფეროვან და მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს. მისთვის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა და ნდობა, რისთვისაც ძალისხმევას არ ზოგავს. ის მოსწავლეებს საჭირო რჩევებს ყოველთვის აძლევს, რასაც ბავშვები ითვალისწინებენ.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს ისტორიის მასწავლებელი მადონა წასიძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- თანამშრომლობას, სიახლეების დანერგვას უფრო საინტერესო სასწავლო პროცესისთვის.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მოსწავლეების პოზიტიურობა, ზრდილობა და სწორი ღირებულებებით ურთიერთობები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების აქტიური ჩართულობა დასახული მიზნის მისაღწევად.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ზრუნვა მოსწავლეთა ჩართულობაზე სასკოლო აქტივობებში და მათი საჭირო უნარ - ჩვევებით აღჭურვა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „წიგნი ის ფანჯარაა, საიდანაც სული იმზირება“ და სწორედ ამიტომ გამიჭირდება ერთის გამოყოფა, მთავარს ვურჩევ მოსწავლეებს, რაც შეიძლება ბევრი იკითხონ.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ადრეც და დღესაც ყველაზე მეტად ინტელექტუალურ ღონისძიებებში ჩართვა მახარებს.