რომელ საათზე უნდა იწყებოდეს სწავლა სკოლებში? - კითხვას ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი შოთა კუბლაშვილი პასუხობს
13-11-2024

რომელ საათზე უნდა იწყებოდეს სასწავლო პროცესი სკოლებში? -  საუკეთესო დრო ფართო განხილვის საგანია, მით უფრო ახლა, როცა რამდენიმე ცვლა არსებობს და გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს შევადაროთ, დღის რომელი პერიოდია ყველაზე ეფექტური სკოლის დაწყებისთვის. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეს დრო განსხვავებულია და ძირითადად ემყარება ასაკობრივი ჯგუფების საჭიროებებს, კვლევებს, განათლების პოლიტიკასა თუ ადგილობრივ პირობებს. 

თუმცა რა რეალობა გვაქვს საქართველოში და დღის რომელი მონაკვეთია ყველაზე პროდუქტიული მოსწავლეებისთვის? - დღეს ამ კითხვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი შოთა კუბლაშვილი პასუხობს. 

„ვფიქრობ, სკოლის დაწყების საუკეთესო პერიოდი დილის საათებია და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში კი ის, რომ დილით გონება უფრო ხალასია და მოსწავლეები მეტად კონცენტრირებულები არიან, შესაძლოა ზოგისთვის რთულია დილიდანვე პროდუქტიულობა და სასწავლო პროცესში ჩართულობა, მაგრამ პროდუქტიულად დაწყებული დღე აუცილებლად იქნება წარმატებული და შედეგიანი“, - აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203