„მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ვზრდით, ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ საქართველოს წინსვლაში“ - ეკა ჩაბაიძე, სიონის საჯარო სკოლის დირექტორი  
13-11-2024

ეკა ჩაბაიძე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა და პატივისცემა მოსწავლეებთან ურთიერთობისას, ის პროფესიას ღირსეულად და ერთგულად ემსახურება, ზრუნავს, რომ ქვეყანას განათლებული და წიგნიერი მომავალი თაობა აღუზარდოს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ეკა ჩაბაიძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველას უხარია ყოფნა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, ნდობა, სამართლიანობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ვთვლი, რომ ესენი არიან ის ბავშვები, ვისაც ეროვნულ ღირებულებებზე ვზრდით, ვინც თავიანთ წვლილს შეიტანენ საქართველოს წინსვლასა და  განვითარებაში.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას, პატივისცემას. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ყოველდღე ვიზრუნო ჩემი მოსწავლეების წინსვლასა და განვითარებაზე.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- წაიკითხონ მათი ასაკისთვის განკუთვნილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- პოეზიის საღამოები და სასკოლო ექსკურსიები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203