ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
იქ დაწყებითი კლასების მასწავლებლების - თეა კვასტიანისა და მანანა ბარამიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე შემოდგომის მშვენიერება თავიანთი აქტივობებით წარადგინეს. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი ნომრები გამართეს.
უფრო მეტ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ პედაგოგი მანანა ბარამიძე წერს.
„ნოემბერი შემოდგომის ბოლო თვეა, თითქმის მიწურული რთველის. აქა-იქ თუ გაიგონებ შეძახილს - „ჰა გიდელიო.“ უკვე დადუღებული ღვინის სურნელი ტრიალებს ჰაერში. ფოთლების სასიამოვნო ვალსაც ვეზიარებით, სწორედ ამ სილამეზის გადმოტანა ვთხოვე მოსწავლეებს. „შემოდგომის სიმფონია“ - ასე ვუწოდეთ პატარა ბროშურებს. ფერთა გამაც გადავიტანეთ ფურცლებზე საოცრად ლამაზი იყო ეს ყველაფერი.
წარმატებები, ჩვენო ლამაზო ბავშვებო, უამრავი საზეიმო დღე ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს“, -აღნიშნავს მანანა ბარამიძე.
იხილეთ ფოტოები: