ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. მასში III, IV და V კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ ღირსეულად იასპარეზეს და კონკურსის შედეგად, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი მეხუთე კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „ქარიშხალი“ დაიკავა. სკოლაში მათ ულოცავნ და წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენმა პატარა მოაზროვნეებმა საინტერესო და შედეგიანი თამაში აჩვენეს! მადლობა მათ აქტიურობისთვის. მადლობა ჩვენს წამყვანსა და ორგანიზატორს - სალომე ლორთქიფანიძეს ინტელექტუალური თამაშის საუკეთესოდ წარმართვისთვის. მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებიც მონაწილეობდნენ და შეაფასეს მოსწავლეები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: