ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
მასში IV, V, VI და VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარა მოაზროვნეებმა, რომლებიც აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, საინტერესო თამაში აჩვენეს.
„ტვინების ბრძოლის“ სასკოლო ტურის ორგანიზატორი საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგი - ხათუნა მამულაშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: