ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ბოშები“, დამხმარე სასწავლო რესურსის დახმარებით, სიღრმისეულად შეისწავლეს 
13-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო მასალას მონდომებით ეცნობიან. 

ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ სიღრმისეულად დაამუშავეს. შემდეგ კი, ფილმს - „ჩემი ბოშები“ უყურეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმისა და ტექსტის შედარებამ შემდეგი საინტერესო ფაქტი გამოავლინა: იუმორი, ცხოვრებისეული განცდები, სევდა, ურთიერთობები საზოგადოების ყველა ფენას შორის, გურული იუმორისა და დიალექტების კომპექტი, სტრეოტიპის დამსხვრევა.

შესწავლილი მასალა მოსწავლეებისთვის ემოციური, საინტერესო და სიახლეებით სავსე იყო. ერთი-ერთმა მოსწავლმ თქვა: „დღეის შემდეგ, ჩემი ხედვა ბოშებისადმი საგრძნობლად შეიცვალა, ისინი იმსახურებენ, იყვენენ საზოგადოების ღირსეული წევრნი“.

აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ელენე დიასამიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„აქტივობამ მოსწავლებს კიდევ უფრო განუვითარა ისეთი უნარების როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა გზები, სოციუმში არსებული სტერეოტიპების აღმოჩენა და დამსხვრევა, კულტურული ცნობიერება, ინიციატივა და პასუხისმგებლობა! ფილმის ყურებამ ხაზი გაუსვა თანამედროვეობას, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში თავისუფალ აზროვნებას“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელენე დიასამიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203