ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
ამის მიზეზი კი სასკოლო ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ გახლდათ. მასში სკოლის ყველა მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო.
მათ საზეიმო განწყობის შესაქმნელად, საშემოდგომო კუთხე მორთეს, გარშემო ფერად-ფერადი ფოთლები მოფანტეს და შემოდგომის ნობათი განათავსეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერს სეზონზე ვრცლად ისაუბრეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ბევრი იხალისეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
https://www.facebook.com/100009677911824/videos/pcb.2335329923466249/1292562532195643