თელავის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე შთამბეჭდავი აქტივობით აღინიშნა.
„8 ნოემბერი, დიდი ილიას დაბადებიდან 187-ე წლისთავი, ყველა ქართველის სათაყვანებელი შემოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, „ილიაობის“ აღსანიშნავი ზეიმის მონაწილენი იყვნენ თელავის V საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მედეა უძილაურთან ერთად“, - ამბობენ სკოლაში,
მოსწავლეები გაეცნენ ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ სამუზეუმო მასალას.
ბავშვებმა ყვარლის მთების ფონზე მხატვრულად წაიკითხეს ილიას „ყვარლის მთები“ და სხვა ლექსები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები მათ დააკავშირეს საგაკვეთილო პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: