„კეთებით სწავლა სახალისოა“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე სასწავლო მოდელებს ქმნიან
13-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები შემოქმედებით უნარებს ბიოლოგიის გაკვეთილებზე ეფექტურად იყენებენ. 

როგორც პედაგოგი მანანა ლემსაძე აღნიშნავს, ისინი შესაბამის მოდელებს აქტიურად ამზადებენ. 

მათ ისეთ საკითხებზე იმუშავეს, როგორებიცაა ადამიანის ორგანოების ნაწილები, უჯრედის ორგანელები, მიკროსკოპული ორგანიზმები. მოდელების დამზადებიასას, ისინი მასალად თიხას, პლასტენინსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იყენებენ.

„აქტივობა ავითარებს თანამშრომლობით, შემოქმედებით, გარემოსდაცვით, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს. კეთებით სწავლება სახალისოა, თან მოსწავლეებს არ ავიწყდებათ ნასწავლი“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203