დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
ამის მიზეზი კი მრავალფეროვანი ღონისძიება გახლდათ, რომელიც ოქროსფერ შემოდგომას მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო. მათ შემოქმედებითი ნომრები გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც შემოდგომის მრავალფეროვნებას თემატური დეკორაცია და ბუშტები კიდევ უფრო ალამაზებდა.
იხილეთ ფოტოები: