მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესი ინფორმაციული და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ უფროსკლასელ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სტუმრებმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთთან ერთად, საქართველოს თავდაცვით ძალებში განხორციელებულ ცვლილებებზე, სამხედრო მოსამსახურის პრივილეგიებსა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შემდეგ კი, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოსწავლეებმა, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის ძალებში მსახურების მზაობაც გამოთქვეს.