მუხურის თემის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა 
13-11-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების ინიციატორნი ფილოლოგი ნატო ჯოლოხავა და სამოქალაქო განთლების მასწავლებელი მაკა მეგრელიშვილი იყვნენ.

ღონისძიებაზე, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს XI კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ილია ჭავჭავაძის ღვაწლი უდიდესია XIX საუკუნის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში. მოსწავლეებმა ისაუბრეს წმინდანად შერაცხული ერისკაცის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე, მათ შორის ტრაგიკულ აღსასრულზე.

„მათ ხაზი გაუსვეს იმ ეპოქის სირთულეს, რომელმაც ჩააქრო გენიალური მამულიშვილის სიცოცხლე, მაგრამ ვერ ჩააქრო მისი ანთებული თავისუფლების შუქურა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203