ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მელია სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და ღირსეული ახალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს.
მისი დამსახურებით, სკოლაში თანამშრომლობითი და მეგობრული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. რიმა მელიას აზრით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე სწორედ ერთიან გუნდს გულისხმობს.
სკოლის დირექტორმა ამ და სხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ჯანსაღი დამოკიდებულება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩვენ შორის ურთიერთპატივისცემაა.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიან გუნდს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ზრუნვა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- „მხიარული სტარტები“.