დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაიმართა კვირეული, რომლის ფინალური ნაწილი მეორე კლასის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა დიდი ქართველი მწერლის შესახებ ინფორმაცია გაიგეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
„მრავალი წლის წინ საქართველოში ცხოვრობდა დიდი ბრძენკაცი - სახელად ილია. ის ყვარლის ჭავჭავაძიანთ გვარის შთამომავალი, ყვარლის მთების ბუნებაში გაზრდილი, წმინდა სულისა და გულის ადამიანი იყო.
ექვსი დედმამიშვილიდან განსაკუთრებული მორიდებულობით გამოირჩეოდა, თუმცა ოხუნჯობის დიდი უნარი და სიტყვამოსწრებული პასუხი ჰქონდა. ცელქობა და თამაში არ მოსწონდა, უყვარდა კითხვა და მეცადინეობა.
ბავშვობაში და- ძმას დედა უკითხავდა ძველებურ ლექსებს, მოთხრობებს საქართველოს წარსულის შესახებ. შემდეგ კი ვინც უკეთესად უამბობდა, აქებდა. ისინიც ქებას დიდად აფასებდნენ. 8 წლის ილია უკვე საღმრთო და საქართველოს ისტორიას სწავლობდა. ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე უხსნიდნენ; ვინ რა გმირობა ჩაიდინა, ვინ რა სიკეთე დათესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ თუ დასაცავად.
ილიას ეს ამბები ღრმად ჩარჩა გულში, ამიტომაც იყო, რომ ის იღწვოდა აღეძრა ყმაწვილებში სწავლა- ცოდნის წყურვილი და მამულის სიყვარულის ცეცხლი დაენთო მათ გულებში, რათა შემდგომში ამ თაობას ეზრუნა ქართული ენის სიწმინდეზე“,- სწორედ ეს ინფორმაცია გააცნეს სკოლაში მოსწავლეებს.
იხილეთ ვიდეო: