შორაპნის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი
13-11-2024

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ამრავალფეროვნებენ. 

ამჯერად, II კლასში ბუნებისმეტყველებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, მისი თემა „ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები“ გახლდათ. 

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების აღწერა, მსგავსება-განსხვავებების პოვნა შეძლებოდათ. გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები ქტიურობდნენ და თავიანთ მოსაზრებებს თამამად აფიქსირებდნენ. თითოეულმა მათგანმა საკითხის ცოდნა და თემისადმი ინტერესი წარმოაჩინა.

მათ ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების ფოთლები და წიწვები შეაგროვეს. ასევე. დახატეს და შექმნეს მოდელები. გარდა ამისა, აღნიშნული მცენარეების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. აქტივობები მასწავლებელ - ლ. კირკიტაძის ჩართულობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203