ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერეო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გაეცნენ ილიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მათ ასევე, ნახეს კადრები, რომლებშიც ასახული იყო მწერლის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტები და ფრაგმენტები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ფილმებისა.
ეს დღე ძალია ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: