ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს.
მათ მშობლიურ ანბანთან საზეიმო შეხვედრა გამართეს და ქართული დამწერლობის ჯადოსნურ სამყაროში დიდი ინტერესით შეაბიჯეს.
ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და იხალისეს.
მათ განწყობაზე კლასის ხელმძღვანელმა - აზა ლემონჯარიამ და მასწავლებლებმა - თინაზი ლაგვილავამ და ნანა ესებუამ იზრუნეს.
იხილეთ ფოტოები: