კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის პირველ კლასში მნიშვნელოვანი სიახლეა.
პატარა მოსწავლეებმა „ანბანის სამყაროში“ შეაბიჯეს. ამასთან დაკავშირებით კი, მასწავლებლის - ნინო მერებაშვილის ხელმძღვანელობით, გაკვეთილი-ღონისძიება - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის - მაია თხინვალელის დახმარებით, ლამაზი დეკორაციები და რესურსები დაამზადეს. სახალისო აქტივობები კი, მეტად თბილ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ანაბანეთის ჯადოსნურ სამყაროში, გამოჭრეს იები, ასევე „აი ია" და მეგობარი „ი" და „ა" გააფერადეს. ეს უკანასკნელი აქტივობა სტუდია „ლურჯა ცხენების" მუსიკის - „აი იას" ფონზე მიმდინარეობსა. აკომპანიმენტს კი მუსიკის მასწავლებელი მარინა სიხუაშვილი უწევდა. ღონიძიების ბოლოს, მოსწავლეებმა, საკუთარი ხელით შექმნილ იების ჩარჩოსთან, ერთობლივი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ღონისიებები სიმბოლურია სკოლისთვის, რადგან სკოლა წელს აღნშნავს საიუბილეო 145-ე წლისთავს და ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ეტაპობრივად იმართება იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს, სასკოლო ცხოვრების ასპარაზზე და სასკოლო საზოგადოება მომავალ თაობებს უსურვებს მსოფლიოში ყველაზე უნიკალურ, გამორჩეული და ძველი ქართული ანბანის დაცვასა და შენარჩუნებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: