ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
იქ, ახლახან, ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. მასში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სსსმ მოსწავლეები.
ბავშვებმა შემოდგომაზე ქართველ პოეტთა ცნობილი ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. ღონისძიების კულმინაცია სკოლოს ეზოში მოდუღებული თათარა და ახალამოვლებული ჩურჩხელებით ხელში აჟრიამებული მოსწავლეები იყვნენ.
„ოქროსფერი შემოდგომის“ ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მათი მშობლები და სასკოლო საზოგადოება.
იხილეთ ფოტოები: