ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია სიღრმისეულად შეისწავლონ და ღირსშესანიშნაობების შესახებ შესაბამის ინფორმაციას ფლობდნენ.
ამჯერად, პედაგოგ ირმა ქუთიძის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი ღონისძიება - „ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა“ გაიმართა. მის ფარგლებში, მონაწილეებმა სვეტიცხოვლის ისტორიაზე ისაუბრეს და მასთან დაკავშირებული ლეგენდა გაიხსენეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით, ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.
„სვეტიცხოველი, საქართველოს დედა-ტაძარი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც ქართველი ერის მნიშვნელოვანი სტორიული ეპოქა შექმნა“,- სწორედ ამგვარი იყო ღონისძიების სულისკვეთება.
იხილეთ ვიდეო: