შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ინიციატივებითა და საინტერესო გაკვეთილებითაა გაჯერებული.
ამჯერად, III კლასში, პედაგოგ ხათუნა მეცხოვრიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ქართული ენის გაკვეთილი თემაზე: ჭაბუა ამირეჯიბის „დროის ფასი“.
გაკვეთილის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში აზროვნების, ანალიზისა და მსჯელობის უნარების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი პირველი წუთებიდანვე წარიმართა საინტერესოდ. მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟების ღირსეულ მხარეებზე. გააკეთეს დასკვნები, რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირად ფასობს, თითქმის აუნაზღაურებელია და ეს დრო ცოდნის შეძენას უნდა მოახმარონ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა გაკვეთილზე გამოიყენა სახალისო აქტივობები.
მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და საინტერესოდ წარადგინეს პრეზენტაცია. გაკვეთილის ბოლოს პედაგოგმა განმავითარებელი შეფასებით შეაფასა მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: