ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ჩემპიონატებში.
9 ნოემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლაში გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“ - ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები.
ამჯერად, მოსწავლეები ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ, სადაც აწყვიტის საჯარო სკოლის გოგონების და ბიჭების გუნდებმა პირველი ადგილოები დაიკავეს.
აწყვიტის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები ულოცავენ ამ დიდი წარმატებას მოსწავლეებს და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: