ბავშვთა განათლებისა და განვითარების სფეროში ცოდნისა და უნარების გაღრმავების მსურველთ „ეიბიჯიეს აკადემია“ პროფესიულ ტრენინგებზე იწვევს
13-11-2024

ეიბიჯიეს აკადემია“ აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და მნიშვნელოვან, საინტერესო და საჭირო სასწავლო კურსებს ატარებს. 

ABGs აკადემია ამჯერად, საზოგადოებას იწვევს პროფესიულ ტრენინგებზე ბავშვთა განვითარების სფეროში.

ABGs აკადემია მსმენელს სთავაზობს მრავალმხრივ ტრენინგ-კურსებს, რომლებიც მიზნად ისახავს საბავშვო განათლებისა და განვითარების სფეროში აუცილებელი ცოდნისა და უნარების გაღრმავებას.

ტრენინგები განკუთვნილია პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის, ლოგოპედებისთვის და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვინც მუშაობს ინკლუზიურ განათლებასა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროებში. თითოეული კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეებს ეფექტური და თანამედროვე მიდგომების დასწავლასა და გამოყენებაში.

1. ლოგოპედიის კურსი: „მეტყველების პრობლემების იდენტიფიკაცია და კორექცია“

ლოგოპედიის ტრენინგი მოიცავს ოთხ შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მეტყველების პრობლემების გამოვლენა ბავშვებში, კორექციის მეთოდები, ბგერათა წარმოთქმისა და სუნთქვის მართვა, ასევე კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესება. მშობლებისა და პედაგოგებისთვის წარმოდგენილია პრაქტიკული რჩევები და თამაშის მეშვეობით სწავლების ტექნიკა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის კომუნიკაციურ განვითარებას.

2. ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის კურსი: „ადრეული განათლება და ინკლუზიურობა“

ეს კურსი ბაღის აღმზრდელებს დაეხმარება, დაეუფლონ ბავშვთა ადრეული განათლების ძირითად პრინციპებს, თამაშით სწავლების მეთოდებსა და ტრანზიციის პროცესის მართვის ტექნიკებს. განხილულია სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მშობლების ჩართულობას ბავშვთა განათლებისა და განვითარების პროცესში.

3. პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსი: „სასწრაფო დახმარების უნარები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის“

კურსი მოიცავს პირველადი გადაუდებელი დახმარების ცოდნას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პრობლემების, ტრამვებისა და სისხლდენების შემთხვევაში. ეს ტრენინგი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ბავშვებთან მუშაობს, რათა საგანგებო სიტუაციებში დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ.

4. ინკლუზიური განათლების კურსი: „ინკლუზიური განათლების არსი და სტრატეგიები“

ინკლუზიური განათლების კურსი მსმენელებს სთავაზობს ცოდნას, თუ როგორ განახორციელონ ინკლუზიური სწავლება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. მოიცავს მულტიმოდალურ სწავლებას, უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპებსა და მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას საგანმანათლებლო პროცესში.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მართვა: „ბავშვთა განვითარების სპეციფიკური სირთულეების მართვის გზები“

ტრენინგი მოიცავს ისეთი სირთულეების მართვას, როგორიცაა აუტიზმი, დაუნის სინდრომი, ინტელექტუალური და სენსორული (მხედველობა, სმენა) სირთულეები. თითოეულ დარღვევას თან ახლავს პრაქტიკული სწავლების სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვების სწავლისა და სოციალური ადაპტაციის უნარების განვითარებას.

6. რთული ქცევის მართვა: „მშვიდი და პოზიტიური ქცევის განვითარება“

ეს კურსი სთავაზობს ქცევის მართვის თანამედროვე და პოზიტიურ მიდგომებს, რაც პედაგოგებსა და მშობლებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაუმკლავდნენ ბავშვის რთულ ქცევას და ხელი შეუწყონ მის პოზიტიურ განვითარებას.

7. პოზიტიური ფსიქოლოგიის კურსი: „პოზიტიური მიდგომები ბავშვთა განვითარებაში“

პოზიტიური ფსიქოლოგიის კურსი ორიენტირებულია ბავშვების მოტივაციის გაზრდაზე, თვითშეფასების ამაღლებასა და პოზიტიური ხედვის ჩამოყალიბებაზე. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები დაეუფლებიან ფსიქოლოგიური მიდგომების გამოყენებას ბავშვთა განვითარების სფეროში.

კურსის ღირებულება 79 ლარს შეადგენს.

თითოეული კურსის დასრულების შემდეგ კი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო ყველა კურსის გავლის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 7 სერტიფიკატს.

„ABGs აკადემიის ტრენინგ-პროგრამები გაძლევთ შესაძლებლობას, გაიღრმავოთ პროფესიული უნარები და გააუმჯობესოთ მუშაობის ხარისხი ბავშვთა განვითარების სფეროში. შემოგვიერთდით და მიიღეთ ცოდნა, რომელიც გაგაძლიერებთ როგორც პროფესიონალს და საშუალებას მოგცემთ ხელი შეუწყოთ ბავშვების უკეთეს განვითარებას“,- აღნიშნავენ „ეიბიჯიეს აკადემიაში“.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203