„ძლიერი სასკოლო საზოგადოება ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, თანასწორობას“- ხატია ცეცხლაძე, აჭის საჯარო სკოლის პედაგოგი
13-11-2024

ხატია ცეცხლაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, რომელიც ღირსეულად ემსახურება საყვარელ საქმეს და ენერგიას არ იშურებს, რომ მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი ცოდნა და გაუღვივოს მათ ეროვნული სულისკვეთება. მისთვის მთავარი მოტივაციის წყაროც, სკოლის ეზოში მომლოდინე მოსწავლეები არიან, რომლებსაც მის დანახვაზე თვალები უციმციმებთ და თბილად ეგებებიან. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ხატია ცეცხლაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც ჩემი  მოსწავლეები თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობენ და ამავდროულად  აქვთ  მოტივაცია წარმატების მისაღწევად.

-  მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძვნებული ურთიერთობა. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ვხედავ როგორ ითვისებენ მოსწავლეები ახალ ცოდნას, ცდილობენ და წინ მიდიან და ამით აჩვენებენ თავიანთ ზრდას, ვხედავ როგორ იჩენენ პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობების მიმართ, რაც დამატებითი  მოტივაციაა ჩემთვის და ხშირადაც ვამაყობ მათით.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების და სკოლის ადმინისტრაციის ერთიანობას, თანადგომას და საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებას. ასეთი ძლიერი სასკოლო საზოგადოება ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, თანასწორობას და კომუნიკაციას, რაც ხელს უწყობს როგორც თითოეული წევრის ინდივიდუალურ განვითარებას, ისე საერთო მიზნების მიღწევას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- აი ის მოლოდინი ყოველ დღე სკოლის ეზოში რომ მეგებებიან გაბრწყინებული თვალებით,

-  ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, რადგანაც არსად ამდენი ამდენი ადამიანური სითბო,სიკეთე და სიყვარული არ იღვრება,როგორც გოგებაშვილის მოთხრობებიდან.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სასკოლო ექსკურსიები და ის ფუსფუსი, რაც ამ ექსკურსიებს თან ახლავს ხოლმე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203