წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის პროფესიონალი პეაგოგებისა და და დირექორის, ნინო ლომაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ, გასვლითი ღონისძიება კი, საგნის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლის ფარგლებში გაიმართა.
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეები შეისწავლის, ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დახული საცხოვრისები, გაეცნენ სხვადსხვა კუთხის მოსახლეობის ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და საქმიანობებს.
მოსწავლეებისთვის დღე შემეცნებითი, ინფორმაციული და სახალისო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ გასვლით ღონისძიებას სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: