აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა მამოტივირებელი და საინტერესო აქტივობითაა გაჯერებული.
იქ მოსწავლეთათვის უცხო ენების სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი, პედაგოგები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.
ამჯერად, სკოლაში უცხო ენების საშემოდგომო სამაგიდო ინტელექტუალური თამაში გაიმართა. მასში V - XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს, თამაშის დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს და იხალისეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: