ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ხელოვნებით დაინტერესებაზე ზრუნავენ. თეატრალური ხელოვნება კი გულგრილს არავის ტოვებს.
ახლახან, სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი მირანდა სოფრომაძე იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლზე - „ხევისბერი გოჩა“.
მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მე-8 კლასელები შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.
„მსახიობებმა შეძლეს მოსწავლეებისათვის ნათლად წარმოეჩინათ ტკივილითა და მშვენიერებით დატვირთული სიუჟეტი“,- გვიყვებიან სკოლაში.