ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა, ბავშვების კულტურულ განვითარებას მიეძღვნა.
სკოლის IXბ კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი - კონსტანტინე გოშხეთელიანი იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლზე - „ხევისბერი გოჩა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსახიობებმა შეძლეს მოსწავლეების გრძნობების გაღვივება და მათ თვალწინ წარმოჩენა ტკივილითა თუ მშვენიერებით დატვირთული სიუჟეტებისა.
მოსწავლეები შთაბეჭდილებებით საუბრობენ იმ ჯადოსნურ წუთებზე, რომლებიც თეატრში გაატარეს, მათ სურვილი აქვთ, ტრადიციად დანერგონ სკოლაში „თეატრის დღე“.
იხილეთ ფოტოები: