ალმატის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
14-06-2018
ალმატის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, რომელიც მე-7 კლასის ხელმძღვანელის, ნატა მთვარელიშვილის მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობა მე-7 კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა მიიღეს.
მოსწავლეებმა სამების საკათედრო ტაძარი მოინახულეს, რის შემდეგაც დადებითი ემოციებით დატვირთულნი მთაწმინდის პარკისაკენ გაემართნენ. დაუვიწყარი გართობის შემდეგ კი გზას სახლებისკენ გაუდგნენ.
ექსკურსიის მიზანი იყო: მართლმადიდებული ტაძრის არქიტექტურის გაცნობა; ქართული ისტორიის და კულტურის უკეთ სწავლა და შეყვარება; მოსწავლეებში უკეთესი ურთიერთობის დამყარება; მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა.
მოსწავლეთა განათლებასა და მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის ექსკურსიების ჩატარებას სკოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთ ღონისძიებებზე მოსწავლეებს სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევები უვითარდებათ, ასევე, გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას გამოიმუშავებენ.