სამიქაოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
14-11-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ინტერესით დაიწყეს. 

მათ „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში ნინო მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეაბიჯეს. მასწავლებელმა პატარებს საინტერესო თემატური აქტივობები შესთავაზა და დღე გაულამაზა. 

პირველკლასელებმა კი წინასაანბანო პერიოდში დაგროვლი ცოდნა გამოავლინეს, პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და ისინი გამოწერეს. 

სადღესასწაულო განწყობას იისფერი ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული საკლასო გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203