„ეს ნანატრი შემოდგომა, რა ჩუმ-ჩუმად დაფენილა“ - მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში
13-11-2024

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში, ღონისძიება სახელწოდებით - „ეს ნანატრი შემოდგომა, რა ჩუმ-ჩუმად დაფენილა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს, დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები.

სკოლაში, ასევე ჩატარდა ვიქტორინა „ოქროსფერი შემოდგომა“, სადაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღნიშნულ დღეს, ბავშვებმა ასევე, კლასში წარადგინეს თავიანთი შემოქმედება, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. კოსტიუმირებულმა სანახაობამ ეს დღე მეტად მრავალფეროვანი და განსხვავებული გახადა. 

ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203