წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლ. მარგველაშვილი-კიკნაძე) კლასიის საათის ფარგლებში გამართეს ღონიძიება, სახელწოდებით - „შემოდგომა მიდის, მიიპარება“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებ ესტუმრნენ სოფელ ზედა მესხეთში მდებარე „თემურის მარანს“.
მოსწავლეები, მარანში სხვასხვა აქტივობებით დაკავდნენ: წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, იმღერეს, იცეკვეს, წარადგინეს მინი სპექტაკლი - „წელიწადის დროები“, დაწურეს ყურძენი, ამოავლეს ჩურჩხელები, მოისმინეს საუკუნოვანი არღანის მელოდიები და გადაიღეს სამახსოვრ სურათები.
„მრავალი ბარაქიანი შემოდგომა დაგვდგომოდეს!“, - ამ სიტყვებით კი, დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები: