„ჩემი მოტივაციაა, ყოველი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო და სახალისო“ - თამარი ისაკაძე, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგი
13-11-2024

თამარი ისაკაძე ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო გაკვეთილებს სთავაზობს, ცდილობს მოსწავლეებთან ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობა და მისცეს თითოეულ მათგანს საშუალება აზრი თავისუფლად გამოხატოს, უნარები და ძლიერი მხარეები წარმოაჩინოს და განავითაროს - ამ შემართებით, ზრუნავს წიგნიერი და განათლებული თაობების აღზრდაზე.

იხილეთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ თამარ ისაკაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრულს გარემოს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- დაფასება, პატივისცემა, სანდოობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ისინი არიან თბილები და მეგობრულები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს....

- მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პოზიტიურ, მეგობრულ დამოკიდებულებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ყოველი გაკვეთილი მოსწავლეებისათბის იყოს საინტერესო და სახალისო.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არის ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო საახალწლო ღონისძიება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203