მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, რომელთა მიღწევების უკანაც პროფესიონალი პედაგოგები დგანან.
ამჯერად, სკოლა ამაყია გაგვაცნოს მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს და კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
სკოლა სიყვარულით ულოცავს მოსწავლეებს: თინათინ ბენდუქიძეს, მარიამ გოჯიაშვილს, ელენე მინდიაშვილს, ელენე მეჭიაურს, ნინი ქისტაშვილს, ანი წაქაძესა და ნიკა დულუზაურს, მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებს.
„ხვავიან-ბარაქიან შემოდგომას უხვად მოჰყვება სასკოლო-საგანმანათლებლო წარმატებაც“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ სკოლის სახელს ასეთი წარმატებული მოსწავლეები ქმნიან.
იხილეთ ფოტოები: