„მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“ - სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ლიტერატურული კომპოზიცია
13-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ინტელექტკლუბ „ლამპარის“ ინიციატივთ, რომლის ხელმძღვანელი ვარდო ხოზრევანიძე გახლავთ, ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე: „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“

აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის  -ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავს.

მოსწავლეებმა  შეაფასეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი, მხატვრულად წაიკითხეს ილიას ლექსები, გააკეთეს პრეზენტაციები მის ფენომენსა და ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე.

ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203