''დადიანები'' - ახალაბასთუმნის სკოლის გასვლითი გაკვეთილის საინტერესო მაგალითი
02-12-2016
ახალაბასთუმნის სკოლის XI კლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა ნანა გულუამ ჩაატარა, გასვლითი გაკვეთილი თემაზე „დადიანები“. 

გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ქალაქის ისტორიული მასალების მოძიება, დამუშავება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ლექსიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. 



გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა დადიანების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.   

მეორე ეტაპზე სკოლაში დაიგეგმა დასკვნითი პრეზენტაცია.  

პრეზენტაციის მიზანს წარმოადგენდა მოსმენილი და წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რესურსის შექმნა და გამოყენება საქმიანობის ხელშესაწყობად. 

როგორც მასწავლებელი ნანა გულუა აღნიშნავს, მოსწავლეებმა დაგეგმილ პრეზენტაციას კარგად გაართვეს თავი, მათ დაამზადეს ბუკლეტები, შთაბეჭდილებების წიგნი, ფოტო მასალა, კედლის გაზეთი, რამაც პრეზენტაცია უფრო საინტერესო გახადა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203