ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო გაკვეთილით პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. პედაგოგმა მოსწავლეებს ეს დღე ზეიმად უქცია.
„ანბანის ზეიმი“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩატარდა.
„პატარებმა შეაბიჯეს ჯადოსნურ სამყაროში. ჩვენი სკოლის პირველი კლასის მასწავლებელმა ძალიან დიდი შრომა და ძალა ჩადეს ამ ღონისძიების მომზადებაში. იმედია, გაამართლებენ მასწავლებლის შრომას, იმედებს და საუკეთესოები იქნებიან წლის ბოლოსათვის. წარმატებებს ვუსურვებთ რუსიკო მასწავლებელსა და ჩვენს პატარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: